რეზონანსი
13.03.2019

 მოქალაქეებისთვის მათი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS შეტყობინებების გაგზავნა შესაძლოა, აიკრძალოს.

ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელმა ოთარ ჩახუნაშვილმა გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ საკანონმდებლო დონეზე ამ საკითხების დარეგულირება აუცილებელია. ვგეგმავთ, პარლამენტს წარვუდგინოთ საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც, მხოლოდ მოქალაქეთა თანხმობით მოხდება სმს-ების დაგზავნა და მიღება. ამ წინადადების შეთავაზება პარლამენტისთვის მიმდინარე წელს არის დაგეგმილი,“-აღნიშნა ჩახუნაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×