რეზონანსი
13.03.2019

 პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც, ახალწვეულები, რომლებიც სწავლის პარალელურად სამხედრო სავალდებულო სამსახურს შსს-ს დაცვის პოლიციაში გაივლიან, ხელფასის სახით ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, ახალგაზრდებს მსახურება სამ დღეში ერთხელ მოუწევთ, "რაც ხელშეწყობაა, რადგან სწავლის პერიოდში სამხედრო სავალდებულო სამსახურს გაივლიან და ამაში ანაზღაურებას მიიღებენ. დიდი თანხა არ არის მაგრამ სამ დღეში ერთხელ სამსახურის შემთხვევაში, ნორმალურია", – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი შეფასებით, ერთი მხრივ, ცვლილება ქვეყნის ინტერესს ემსახურება და ამავდროულად, სტუდენტების ხელშეწყობისკენ არის მიმართული.

12 მარტს ცნობილი გახდა, რომ პენიტენციურ სისტემაში წვევამდელებს აღარ გაიწვევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×