რუსთავი, ლეონიძის ქუჩაზე 8-სართულიანი კორპუსის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა და გარდაიცვალა. მოზარდთან ერთად ასევე იმყოფებოდა მისი მეგობარი, რომელიც შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გაიყვანეს.
თვითმხილველების თქმით, არასრულწლოვანი მეგობართან ერთად, სავარაუდოდ ფოტოს გადასაღებად ავიდა სახურავზე, ფეხი დაუცდა და გადმოვარდა.
„ამბობენ რომ სელფებს იღებდნენ. უკან რომ დაიხია მაგიტომ გადმოვარდაო, ზოგი ამბობს - გადმოაგდესო. ამბობენ, რომ სახურავზე ბიჭებიც იყვნენ და იგინებოდნენო. შემთხვევის ადგილიდან რომ წაიყვანეს, სუნთქავდა, პულსი ესინჯებოდა“, - განაცხადა ერთ-ერთმა თვითმხილველმა
ადგილობრივების ინფორმაციით გარდაცვლილი რუსთავში ცხოვრობს, თუმცა არა იმ უბანში, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა. ადგილზე, სასწრაფო დახმარების მისვლისას, გოგონა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. გარდაცვლილთან ერთად მყოფი კიდევ ერთი მოზარდი შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული.