რეზონანსი
13.03.2019

 არავინ იცის რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს. ოჯახი რამდენიმე დღეა გატაცებულთან დაკავშირებას ვერ ახერხებს. მხოლოდ ის იციან, რომ რუსმა ოკუპანტებმა მამაკაცი ოკუპირებული რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და გალში იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ოჯახი ვარაუდობს, რომ საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების სანაცვლოდ თანხას მოითხოვს.

"ფული საჭირო იქნება აუცილებლად 30 ათასი მაინც იმიტომ, რომ რომ გამოუშვებენ ჯარიმას გადაახდევინებენ. დაიჭირეს საოკუპაციო საზღვარზე. თუ ვინმეს დაინახავენ იჭერენ, მეტი არაფერი", - აცხადებს გატაცებულის ოჯახის წევრი.

(კურიერი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×