რეზონანსი
13.03.2019

 პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული 63 თანამშრომლიდან სხვა საჯარო სამსახურებში ვერც ერთი ვერ დასაქმდა. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილის თქმით,  პროცესი ოფიციალურად 15 მარტს დასრულდება.

"ეს ეტაპი დასრულდება 15 მარტს. 63 ადამიანია მობილობის სქემაში ჩართული. საჯარო ბიურომ გამოგვიგზავნა სხვადასხვა უწყებებში არსებული 277 ვაკანსია. ჩვენ მივწერეთ 29 საჯარო უწყებას, სადაც იყო ვაკანსიები. აქედან მხოლოდ 12-მა გვიპასუხა და გვითხრა, რომ არ აქვთ შესაძლებლობა დაასაქმონ კადრები. დანარჩენებმა არ გვიპასუხეს. შესაბამისად, მათგანაც ჩაითვალა უარი ანუ გამოდის, რომ 63-ვე გათავისუფლებული თანამშრომელი აიღებს კომპენსაციას 3 თვის ხელფასის ოდენობით", - განუცხადა "აიპიენს" მოისწრაფიშვილმა.

რაც შეეხება ინფორმაციას, თუ რა თანხა ექნება გადასახდელი პრეზიდენტის ადმინისტრაციას 63 თანამშრომლისთვის კომპენსაციის სახით, ეს ინფორმაცია საჯარო 15 მარტის შემდეგ გახდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×