რეზონანსი
13.03.2019

 საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროპაში თავშესაფრის მიღების მსურველებს მიმართავს, "ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში", რადგან როგორც ის ამბობს, ყველა მცდელობა ფუჭია. დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია, შესაბამისად მის მოქალაქეებს, თავშესაფრის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდებათ:

"ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ შეტყობინებაზე და ინფორმაციაზე, რომელიც არის დაკავშირებული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევაც ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი კონსულები არიან მუდმივ კავშირში საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლებთან. ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში არის შეყვანილი უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში. ანუ, ეს გულისხმობს იმას, რომ არც ერთი მიმართვა, რომელიც იქნება თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არ იქნება დაკმაყოფილებული. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში. ის ხარჯები, რომელსაც ისინი გაიღებენ იმ მიზნით, რომ წავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვონ, მხოლოდ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×