რეზონანსი
13.03.2019

 სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია,  29 წლის ირაკლი კვარაცხელიას საქმის დეტალებზე საუბრობს და ამბობს რომ რუსი სამხედროების მიერ, მისი დაკავების შემდეგ, კვარაცხელია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

"იყო მძიმე მდგომარეობაში, ეს იყო კვირა საღამოს, ჰყავდათ ბუნკერში გამომწყვდეული და ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით ეს პიროვნება არის გარდაცვლილი ორშაბათს,"- აცხადებს რეზო ქობალია.

ოფიციალური ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×