რეზონანსი
13.03.2019

 25 წლის გიგი გეგეჭკორს უკვე მერამდენე დღეა ეძებენ. მისი მეგობარი ზვიად კოლბაია 9 მარტს გაუჩინარებულ გიგი გეგეჭკორზე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:

"ეს ახალგაზრდა 25 წლის გიგი გეგეჭკორია, ჩემი ძმის ბავშვობის მეგობარი და ასევე ჩემი მეგობარიც. ბოლოს ის მის რამდენიმე მეგობართან ერთად წითელსოფელში (დუშეთის რაიონში) იმყოფებოდა და მას მერე, რაც იქიდან წამოვიდა, აღარავის უნახავს. უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიცია ეძებს, მაგრამ უშედეგოდ.

მისმა მეგობრებმა შორიდან დაინახეს, რომ გიგი უცნობს ჩაუჯდა მანქანაში წითელსოფლის გადასახვევთან და წავიდა დუშეთის მიმართულებით", – წერს ზვიად კოლბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×