რეზონანსი
13.03.2019

 დაახლოებით ორი თვის წინ თბილისში, პეკინის გამზირზე შსს-მ წარსულში მრავალგზაის ნასამართლეი, პირი, ნოდარ გვიჩიანი დააკავა. მისი სახელი არაერთ გახმაურებულ საქმეს უკავშირდება. მათ შორის „თელასის“ ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობას და კახა კალაძის ძმის გატაცების საქმეს.

რა ბრალდებით იქნა ნოდარ გვიჩიანი დაკავებული, ამ კითხვით "ნიუპოსტმა" შს სამინისტროს პრესცენტრს მიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული პირი ნამდვილად არის დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კრიმინალური წარსულის მქონეს ნოდარ გვიჩიან, უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ლომინაძის მკვლელობისთვის დაკავებული გია გვიჩიანი, რომელსაც მაშინ უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, ჰყვება, რომ გვიჩიანმა კალაძის ოჯახს 200 ათასი გამოართვა გატაცებული ლევან კალაძის გამოსახსნელად, ხოლო ამ ფულის მითვისება აფრასიძეების ოჯახს დააბრალა. როგორც ის ამბობს, აფრასიძეების ოჯახის ტრაგედიაც ნოდარ გვიჩიანის დამსახურებაა. გია გვიჩიანი, რომლის საქმეც გადაიხედა და ის უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, აცხადებდა, რომ მისი დაპატიმრება ნოდარ გვიჩიანის ცრუ ჩვენებების საფუძველზე მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×