რეზონანსი
12.03.2019

 "ქართული ოცნებისგან" წასულები ახალ პარტიას ქმნიან. საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერი პოეტი დავით მაღრაძე იქნება. პარტია რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაფუძნდება, წევრები კი ქართულ ოცნებაზე განაწყენებული და გუნდიდან უკვე წასული ე.წ. ძველი გვარდიელები იქნებიან.

დავით მაღრაძე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ ხმების მოსაგროვებლად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნდა, ახლა ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" ხალხის აღარ ესმის. მოძრაობა ქართულ ოცნებაზე განაწყენებული და ნაციონალური მოძრაობის მიმართ რადიკალურად განწყობილი წევრებით დაკომპლექტდება. მათ შორის აუცილებლად იქნება დეპუტატი ეკა ბესელია.

(ნიუპოსი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×