რეზონანსი
12.03.2019

 რუსთაველის თეატრში, პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტი არ იმყოფებოდა. გაირკვა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე მისვლა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. 

"გასვლის მომენტში შეუძლოდ გახდა. იმის გამო, რომ ხვალ სომხეთში ოფიციალური ვიზიტია აქვს დაგეგმილი თავი შეიკავა წასვლისგან“ - განუცხადეს პრაიმტაიმსს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

რუსთაველის თეატრში პარლამენტარიზმის 100 წლისთავისდამი მიძღვნილ ღონისძიებას პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×