
გარდა თეა წულუკიანისა, პრემიერი ბახტაძე კიდევ ერთი მინისტრის, დავით სეერგეენკოს სხვა მინისტრით ჩანაცვლებას გეგმავდა. ამის შესახებ გადაცემა „რეაქციაში“ ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერ ბახტაძეს, ჯანდაცვის ახალი მინისტრის კანდიდატურა უკვე შერჩეული ჰყავდა და ეს, ექიმი, პროფესორი ლევან რატიანი იყო.
"თუმცა, ბახტაძემ ამჯერად, ვერც დავით სერგეენკო შეცვალა", - აღნიშნა ჟურნალისტმა.
შეგახსნებეთ, რომ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ჟურალისტებთან განაცხადა, რომ ამჯერად, პირადად მისი და მისი კოლეგის ცვლილება მთავრობაში არ იგეგმება.