რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია პანკისის ხეობაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

25 წლის ამირან ბორჩაშვილი სოფელ დუმასტურში ცხოვრობდა.

არსებული ინფორმაციით, ბორჩაშვილი თურქეთის გავლით სირიაში სამის წლის წინ წავიდა. მანამდე კი თელავის უნივერსიტეტში ისტორიის სპეციალობაზე სწავლობდა.

როგორც ცნობილია ამირან ბორჩაშვილმა საქართველო 2015 წელს ბიძაშვილთან, ასლანბეგ ბორჩაშვილთან ერთად დატოვა. სირიაში საბრძოლო მოქმედებებს 34 პანკისელი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×