რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ წლევანდელი ეროვნული გამოცდების წესები დეტალურად განმარტა.

„ამ ეტაპზე ცვლილებები სავალდებულო გამოცდების ნუსხას არ შეხებია. წელსაც აბიტურიენტები სავალდებულოდ ჩააბარებენ ქართულ ენასა და ლიტერატურას, ერთ-ერთ უცხოურ ენას და ზოგადი უნარების გამოცდას. მეოთხე სავალდებულო გამოცდას ისინი აბარებენ იმის მიხედვით, თუ რას ირჩევს უნივერსიტეტის პროგრამა.

მცირე ცვლილება ეხება გრანტებს. თუ აბიტურიენტმა ორი ან მეტი სავალდებულო არჩევითი საგანი აირჩია და ერთ-ერთ საგანში ვერ მოახერხა ბარიერის გადალხვა ან არ მივიდა გამოცდაზე, აქამდე ის გრანტის შანსს კარგავდა. წელს ეს შეიცვალა და მას კვლავ ექნება შანსი. მეორე სიახლე ეხება რამდენიმე საგნის ტესტური დავალების ფორმატს, რომელიც განმარტებულია ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდზე", - აღნიშნა სოფო გორგოძემ "ქრონიკასთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×