რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცველებმა ალესკეროვების ოჯახის სამი წევრი დააკავეს. დაკავებულია დედა და ორი ვაჟი.

ქალბატონი რამდენიმე საათის წინ ქუჩაში დააკავეს, შვილები კი, რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შემდეგ, სახლიდან აიყვანეს.

სამართალდამცველებს ადგილზე შეკრებილებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და სპეცრაზმის ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს.

ოჯახის ადვოკატის, რევაზ რიჟამაძის განცხადებით, ალესკეროვების კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×