(რეზონანსი) „საპატრიარქოს არასოდეს ჩაუტარებია დნმ-ის ანალიზი და ეს საკითხი არ არის საპატრიაქოს მიმართულება", - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს პროტოპრესსპიკერი, გიორგი ზვიადაძე გავრცელებული ინფორმაციას, რომ თითქოს, ნუგზარ ბაგრატიონს, საპატრიარქოს მოთხოვნით, დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა.
"საპატრიარქოს არასოდეს ჩაუტარებია ბაგრატიონის მიმართ დნმ-ის ანალიზი. ჩვენ ამ კუთხით არასოდეს შეხება არ გვქონია არავისთან. ეს არ არის საპატრიარქოს მიმართულება. მსგავსი მოთხოვნა ჩვენგან არასოდეს ყოფილა და არასდროს ჩატარებულა ანალიზი. არც არასოდეს ყოფილა დღის წესრიგში ეს საკითხი", - განუცხადა „კვირას" საპატრიარქოს პროტოპრესსპიკერმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის დავის განხილვა სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს.
როგორც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე აცხადებს, საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დნმ-კვლევის თანახმად, ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა.
"სანდო წყაროთი ვიცი, რომ საპატრიარქომ დნმ-კვლევა ჩაატარა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლონ, თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა. თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია", - აღნიშნა ლევან ჩხეიძემ.