რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) მამუკა ბახტაძის მინისტრთა კაბინეტში თეა წულუკიანის ყოფნა-არყოფნისთვის არც არავის სცხელა და არც არავის სცივა, - ამის შესახებ განცხადებას ექსპერტი გია ხუხაშვილი აკეთებს.

როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში მმართველობითი კრიზისია და პერსონალების გადანაცვლებით პრობლემა ვეღარ მოგვარდება.

"თეა წულუკიანის კვლავ იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას არც არაფერს ვუკავშირებ და არც ვფიქრობ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ხდება. წულუკიანის ყოფნა-არყოფნისთვის არც არავის სცხელა და არც არავის სცივა. დღეს ჩვენ პრობლემა გვაქვს მთლიანად მმართველობით სისტემაში. პერსონალების გადანაცვლება, თამაშში შემოყვანა და გაყვანა, ეს ამ პრობლემას აღარანაირად აღარ შველის.

ვიღაც შიგნით რაღაცაზე შეიძლება ვაჭრობდეს. მე ეს არ მაინტერესებს. არც ის რა შეიძლება იცოდეს მან, რის გამოც ტოვებენ მინისტრის პოსტზე. მთავარია, რომ ეს უცნაური და გაუგონარი, ტრაგი-კომიკური ბაბილონის გოდოლი ნგრევის პროცესშია და ამ ნგრევის პროცესში ვინ რა მოძრაობებს ჩაატარებს, რა რიტუალური ცეკვებით იქნება დაკავებული, მე აღარ ვადევნებ თვალს", - აცხადებს ხუხაშვილი "2020NEWS" - სთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×