რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, მომავალი წლის გაზაფხულზე სამინისტრო უფასო ფაკულტეტების მოდელსა და დაფინანსების საკითხს წარმოადგენს.

„საუბარია უფასო ფაკულტეტების გადახედვაზე და დაფინანსების საჭიროებისამებრ გადანაწილებაზე. წელს არანაირი ცვლილება არ იგეგმება და არც განხორციელდება ამ მიმართულებით. მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს, რეფორმის დანარჩენ ნაწილთან ერთად კონკრეტულად წარმოგიდგენთ, როგორ შეიცვლება დაფინანსების მოდელი და უფასო ფაკულტეტების მოდელი. წელს ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის. ასევე, ვამბობ, რომ უფასო ფაკულტეტები მომავალ წელსაც იქნება", - განაცხადა ბატიაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×