რეზონანსი
12.03.2019

 ესტონეთმა შესაძლოა რუსეთს ოფიციალურად წაუყენოს ტერიტორიული პრეტენზიები. შესაბამისი კანონპროექტი ქვეყნის პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. დავა ეხება რუსეთის ლენინგრადისა და ფსკოვის ოლქების ნაწილს და ქალაქ ივანგოროდს. ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში 1944 წელს შევიდა, მას შემდეგ, რაც II მსოფლიო ომის მსვლელობისას ბალტიის ქვეყნები საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს.

ესტონეთის პარლამენტში რუსეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ კანონპროექტის განხილვის ინიციატორი ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტია.

„ჩვენ 50 წელი ველოდით დამოუკიდებლობის აღდგენას და ამასაც შეგვიძლია დაველოდოთ. იქნებ ოდესმე დავიბრუნოთ ეს ოკუპირებული, ძალით წართმეული ტერიტორიები. ან იქნებ კომპენსაციას მაინც მივიღოთ მათ სანაცვლოდ", - აცხადებს ესტონეთის პარტიის თავჯდომარე მარტ ჰელმე.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ესტონეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საზღვრების შესახებ, რომლის მიხედვით რუსეთიც და ესტონეთიც ადასტურებს ერთმანეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიების არარსებობას. თუმცა, ეს ხელშეკრულება არცერთი მხარის მიერ ჯერჯერობით რატიფიცირებული არ არის.

ნინი იკაევა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×