რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) "წულუკიანის საკითხს ღარიბაშვილს ვუკავშირებ, ეს ორი კაშკაშა ფიგურა ერთმანეთს ვერანაირად ვერ ეწყობა. მოინდომეს მისი გაშვება, მაგრამ არ წავიდა" - ამის შესახებ განცხადება ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ გააკეთა.

„მე წულუკიანის საკითხს უფრო ღარიბაშვილის ფაქტორს ვუკავშირებ, რადგან „ქართული ოცნების" ეს ორი კაშკაშა ფიგურა ერთმანეთს ვერანაირად ვერ ეწყობა. დაემთხვა დროშიც ეს საკითხები და ლოგიკურად, ამას ვუკავშირებ. გამიკვირდა, როცა ბევრმა დაიჯერა და წასულად ჩათვალა წულუკიანი. რასაც შორიდან ვუყურებ, ეს იმ ტიპის ადამიანია, რომელსაც იოლად ვერსაიდან გააგდებ. თავისით წამსვლელი რომ არ არის თანამდებობიდან, მგონი, ნათელია. "მოინდომეს გაშვება, მაგრამ ის არ წავიდა",- განაცხადა შარაშენიძემ „რადიო პალიტრის" ეთერშ.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე რჩება. მანამდე, მინისტრმა განაცხადა, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც ის აღმასრულებელ გუნდთან ვერ თანხმდებოდა და შესაძლო იყო პოსტი დაეტოვებინა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×