რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) მთელი ღამის განმავლობაში ბრალდებულები დაზარალებულებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ არ ჰქონდათ თავზე არაფერი ჩამოფარებული. სწორედ ასე შეძლეს ბრალდებულთა ამოცნობა, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკზე" დაყაჩაღების საქმის პროკურორმა ირაკლი გულდედავამ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება გატაცებულ თანხას, პროკურორის თქმით, მიახლოებითი თანხა რაც ბრალდებულებმა გაიტაცეს არის - 8 100 ევრო, 13 000 დოლარი და 10 ათასი ლარი.

"დაცვის მხარე ცდილობდა სასამართლო შეეყვანა შეცდომაში. ერთ-ერთ დაზარალებულს მას შემდეგ ჩამოაფარეს თავზე მაისური, რაც უკვე ბანკზე თავდასხმისთვის წავიდნენ. მანამდე მთელი ღამის განმავლობაში დაზარალებულებთან ერთად იმყოფებოდნენ და მათ არ ჰქონდათ თავზე არაფერი ჩამოფარებული. ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაზარალებულის განმარტებით, ავტომობილში მოიხსნა ნიღაბი. სწორედ ასე შეძლეს მისი იდენტიფიცირება. თანხის ზუსტ ოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა დაახლოებით 8100 ევრო, 13 ათასი დოლარი და 10 ათასი ლარია წაღებული", - განაცხადა პროკურორმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×