რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) თბილისში 8 მარტს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის სალომე ლომთათიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უბედური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ახალგაზრდა გოგო ტაქსიში იჯდა.

მის შესახებ, ფეისბუქზე ოჯახის ახლობელი წერს.

"ვერავინ, ვერავინ გაიზიარებს დედის ტკივილს ამ დროს, არავის ძალუძს ამის გაზიარება, თუ გამოცდილი არ გაქვს! ვერც ნუგეშისცემას შეძლებს ვერავინ, შვილმკვდარი დედაც კი, რადგან ასეთ დროს ყველა სიტყვა ძალას კარგავს, მაგრამ სიცოცხლე თავისას ითხოვს, მიცვალებულის სული თავისას და სანამ ამქვეყნად ყოფნის დრო არ ამოგვეწურება, უნდა გავუძლოთ, სხვა გზა არაა, სხვა ხსნა არაა!

ჩვენ, კლასელები სულშეძრულნი ვართ, ეს დღეები Nato Jafaridze-ს წუხილს ვწუხვართ, კიდევ ერთ გაუბედურებულ დედას დავტირით შვილის ცხედარს რომ ვერ შელევია! სალომე ლომთათიძის შეწყვეტილ სიცოცხლეს ვტირით დედასთან ერთად!

ჩვენი ყველაზე მხიარული, უბოროტო და უწყინარი მეგობრის სახეზე ღიმილი ჩაქრა, ობლობაში გაზრდილი შვილი ვიღაცის დაუდევრობამ იმსხვერპლა! ტრიალებს ცოდვა-მადლიანად დედამიწა, ტრიალებს და რაც უფრო მძიმდება ცოდვებით, მით უფრო სწრაფად მიაქროლებს დროს. ეგება და მხრების შერხევა, ცოდვებოს ჩამოფერთხვა უნდა, ან დაიღალა და ღერძიდან სურს ამოვარდნა, რომ ყველაფერს წერტილი დაუსვას?!" - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×