რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურში 19 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. უწყების ცნობით, მომხდარში ბრალდებული დაკავებულია, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხაშურში, ტაბატაძის ქუჩის მიმდებარედ, 1999 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.რ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაიყვანა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს"- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×