რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) თუ ზურაბ დათუნაშვილს სპორტი უნდა, მივიდეს და იჭიდაოს, თუმცა თუ სხვა ქვეყანაში უნდა წასვლა, მე ხელს ვერ შევუშლი, - ამის შესახებ განცხადება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ გააკეთა.

მისი თქმით, ზურაბ დათუნაშვილს პროვოკაცია დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი, რათა მიზეზი ჰქონოდა და სხვა ქვეყანაში წასულიყო საჭიდაოდ.

„ადამიანს თუ წასვლა უნდა, ვერავის დავაკავებ. ჩვენ პირიქით, ვეუბნებით, რომ მოვიდეს, რადგან ქვეყანას დასაკარგი სპორტსმენები არ ჰყავს. ბოდიშიც მოვიხადე და მეტი რა გავაკეთო? მარტო მე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს, თუმცა, რადგან მე პრეზიდენტი ვარ, ჩემგან ჩანს.

მას შარშან უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა უზბეკეთში წასვლა. ეს წასვლის საქმე ასე მარტივად არ ხდება. დათუნაშვილის მხრიდან წინასწარ იყო დაგეგმილი პროვოკაცია", - განაცხადა გეგა გეგეშიძემ.

რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ თვლის წარდგენილ ბრალში და იმედოვნებს, რომ სიმართლე გაირკვევა.

გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

საქალაქო სასამართლომ გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×