რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში "თიბისი ბანკი" წმინდა ძროხასავით ხელშეუხებელი იყო - აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე და 2016 წელს, მთავრობის მიერ ჩამოწერილ თანხებზე საუბრობს.

„2016 წელს, საინვესტიციო ვალდებულებების 40 მილიონის ჩამოწერა მოხდა. სახელმწიფომ ინვესტორებს შეუსრულებელი საინვესტიციო ვალდებულებები ჩამოაწერა და ამით მათ საშუალება მისცა, ვალდებულებებისგან გათავისუფლებულიყვნენ. როგორც ვიცი, მამუკა ხაზარაძეს 25 მილიონი ჩამოაწერეს, მაგრამ რომელ პროექტთან მიმართებაში, არ ვიცი. მიღებული პრაქტიკა ყოფილა, რომ როცა ინვესტორები თავის ვალდებულებებს ვერ ასრულებდნენ, შეუსრულებელ საინვესტიციო ვალდებულებებს აწერდნენ. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარე ეკა სისაურმა განმიმარტა, რომ თურმე, ქონების მართვის სააგენტოს მიერ დარიცხული ჯარიმა ჩამოწერას არ ექვემდებარებოდა, საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობა კი, ჩამოწერას ექვემდებარებოდა. „თიბისი ბანკი" წმინდა ძროხასავით ხელშეუხებელი იყო", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ "პირველ არხთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×