რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) გურჯაანის სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლე ნუნუ ნემსვიწვერიძემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

„დღეს თქვენ მიერ არ იყო წარმოდგენილი ახალი გარემოებები. 25 თებერვლის სასამართლო პროცესზე ტექნიკურად რამაც შემიშალა ხელი იყო ის, რომ მხარეებს არ ჰყავდათ წარმოდგენილი თავდებები", - განაცხადა მოსამართლემ.

სასამართლოსთან საქართველოს პარლამენტის 30-მდე წევრი და ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებმაც კირკიტაძისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნას მოაწერეს ხელი. დეპუტატებმა, რომლებიც სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ, დარბაზი დღეს პროტესტის ნიშნად დატოვეს.

25 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე, დაცვის მხარემ კირკიტაძისთვის შეფარდებული საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლის მოთხოვნით 15 ათასი მოქალაქის ხელმოწერა და პარლამენტის 27 წევრის შუამდგომლობა წარადგინა, თუმცა მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ კირკიტაძის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×