რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) იუსტიციის მინისტრი შესაძლოა, იყოს კახა კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც, - ასე პასუხობს იუსტიციის მინისტრი კითხვას, შეიძლება თუ არა მისი გადადგომის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო კახა კახიშვილმა ჩაიბაროს.

თეა წულუკიანის განცხადებით, მიუხედვად იმისა, შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას, ის „ქართული ოცნების" მხარდამჭერი იქნება, ვინაიდან მისი შეფასებით, მმართველი პარტია სიკეთისკენ მიმართული ძალაა.

„სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები „ქართული ოცნების" ამომრჩეველი. ჩემი არჩევანი არ არის ზედაპირული, მე მჯერა ამ გუნდის, რომელიც შეიძლება გადახალისდა, ახალი სისხლი შემოუერთდა, ზოგი ერთმანეთს აკრიტიკებს შიგნით ან არ აკრიტიკებს, მაგრამ ეს არის ძალა, რომელიც სიკეთისკენ არის მიმართული. მე ამათ მხარეს ვიქნები ყოველთვის, მექნება თუ არა თანამდებობა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა იუსტიციის მინისტრად კახა კახიშვილი ვიხილოთ, წულუკიანი პასუხობს: „რატომაც არა, შეიძლება იყო კახიშვილიც და ნებისმიერი სხვაც".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×