რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) „კვარტალი ერთია და რამდენჯერმე ისმის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ წულუკიანი შეიძლება გადააყენონ, გაუშვან ან შეიძლება წავიდეს, მაგრამ ახლა არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეს შეეფერება სიმართლეს," - ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, მას თავად გაუჩნდა სურვილი საჭიროების შემთხვევაში ეს პოსტი სხვას დაუთმოს.

"მე გამიჩნდა თავად სურვილი, რომ თუ ეს საჭიროა, ადგილი დავუთმო სხვას, მაგრამ ამ თემაზე მე არ ვისაუბრებდი ეს ამავი გარეთ რომ არ გამოსულიყო, მაგრამ რაკი თქვენამდე მოვიდა და როცა ეს სიმართლეა, ჩავთვალე საჭიროდ, რომ გულწრფელად მეპასუხა," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კითხვაზე, კონკრეტულად რა საკითხზე არსებობს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა, წულუკიანმა უპასუხა, რომ ამაზე შეიძლება მხოლოდ სიბერეში ისაუბროს.

„როდესაც მექნება თეთრი თმა და გავიკეთებ „კოსას", შეიძლება ამ თემაზე ვისაუბრო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ ვთვლი საჭიროდ თემის დაკონკრეტებას, საერთოდ არ ვისაუბრებდი ღიად აზრთა სხვადასხვაობაზე, რომ არ გამოსულიყო გარეთ," - აღნიშნა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×