რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) გიორგი გახარია აუცილებლად გაუცვლის ადგილს დათო კირკიტაძეს, - ამის შესახებ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ დღეს მოსამართლე დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას შეუცვლის.

"როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ის ადამიანი, ვინც კირკიტაძეს არ უშვებს და ეს არ არის მოსამართლე, ეს არის გახარია, აუცილებლად გაუცვლის ადგილს დათო კირკიტაძეს. ძალიან კარგად აცნობიერებს გახარია, თუ რა ძალა არის დათო კირკიტაძე ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. თუ მოხდა რამე საოცრება და მოსამართლემ რაღაცნაირად თავი დააღწია გახარიას წნეხს, გამიხარდება", - აცხადებს მელია „ინტერპრესნიუსთან".

ამ წუთებში გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი რაოდენობით სამართალდამცავია არიან მობილიზებული.

გარდა ამისა, სასამართლოს ეზოში პოლიტიკოსები არიან შეკრებილი. მათ შორის არიან: გრიგოლ ვაშაძე, ზაალ უდუმაშვილი, გიგი უგულავა, ოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, ირმა ნადირაშვილი, რომან გოცირიძე და სხვები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×