რეზონანსი
12.03.2019

 (რეზონანსი) პოლიტიკური პარტიის - „კანონი და სამართალი" დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი, პარტიაში მსახიობ ნატა გულიაშვილის გაწევრიანებას ეხმაურება:

„ვერ გავიგე, რა გაუწყალეს გული ამ ნატა გულიაშვილს?! ვერ ვხვდები, რა უბედურებაა! ამომრჩეველია პარტიის, გაწევრიანდა - მისი კონსტიტუციური უფლებაა, რაც შეეხება მის ინტერვიუებს, ალბათ როგორც ამომრჩეველი ისე საუბრობს?! შეიძლება, როგორც ამომრჩევლის სურვილები ჭარბობს მასში, მაგრამ ვერ ვიგებ რა არის ეს შემზარავი დაუნდობლობა - მხარდამჭერია, მოვიდა ყრილობაზე, რა ხდება? არ აქვს უფლება, რომ მხარდამჭერი იყოს? საზოგადოების „ნაწილი" (მცირე ნაწილი კიდევ კარგი) დაფიქრდით ცოტა რა - ხომ არ შეიძლება, რომ ადამიანური სახე დაკარგოთ?", - წერს ჩარკვიანი ფეისბუქზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×