რამდენიმე დღეა, რაც 25 წლის გიგი გეგეჭკორს პოლიცია და ახლობლები უშედეგოდ ეძებენ. ის ბოლოს წითელსოფელთან ნახეს. გიგის დედა საზოგადოებას მიმართავს:
,,გიგი, დეე, შემოგევლოს შენი დედა. გელოდები და მიყვარხარ, ჩემო იმედო, ჩემო სიხარულო. გთხოვთ ყველას, დამეხმარეთ შვილის პოვნაში. გააზიარეთ ყველამ 592 20 30 00″.
ახლობლების ინფორმაციით,გიგი არაფხიზელ მდგომარეობაში 9 მარტს, საღამოს, წითელსოფლიდან სავარაუდოდ, გუდაურის მიმართულებით წავიდა.
(ცოტა ხნის წინ, ტექნიკური გაუმართაობის გამო, გავრცელდა სრულიად სხვა ტიპის ინფორმაცია, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა აღნიშნულ სათაურს და ფოტოს. რედაქცია წუხს მომხდარი გაუგებრობის გამო)