რეზონანსი
12.03.2019

 9 წლის მოზარდი, რომელმაც დენის დარტყმის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო, მძიმე მდგომარეობაშია. ბავშვი დამწვრობის ცენტრში, მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას მე-3 და მე-4 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. მოზარდი ფოთის საავადმყოფოდან თბილისში, გუშინ გადმოიყვანეს.

ფოთში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მდებარე სატრანსფორმატორო მაღალი ძაბვის ქვესადგურში, 9 წლის მოზარდს დენმა დაარტყა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×