რეზონანსი
11.03.2019

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ამბობს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი ენერგეტიკაში ინვესტიციების შემცირებაა, რაც თავის მხრივ, გამოწვეულია მოსახლეობის წინააღმდეგობით - აშენდეს ჰესები. რევაზ არველაძის თქმით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საჭირო გახდება ატომური ელექტროსადგრის მშენებლობაზე ფიქრი.

“ენერგეტიკაში შემცირებულია სერიოზულად ინვესტიციები. ამის მიზეზი ძირითადში არის ის, რომ სწორად არ მიდის აგიტაცია-პროპაგანდა მოსახლეობაში. ჩვენ გაგვაჩნია ერთადერთი სტაბილური რესურსი ჰიდრორესურსი. თუმცა, უკვე აღარც მცირე სადგურს აღარ აშენებინებს მოსახლეობა(კომპანიებს), რაც ჩემი აზრით, გაუთვიცნობიერებლობით არის გამოწვეული. არ ვიტყვი, რომ ის ხალხი არაფერს იცნობს, მაგრამ ფაქტია, ეწინააღმდეგება ყველაფერს.

არის 2 მაღალი და 50 კილოვატი ძაბვის ქვესადგური, ქსანი და ზესტაფონი- იქ უნდა აშენდეს თბოსადგურები. მოამავალში ეს არ იქნება საკმარისი და აქედანვე უნდა ვიფიქროთ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე”,- აცხადებს რევაზ არველაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×