რეზონანსი
11.03.2019

 თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიწა ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქედს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს მდებარეობს, ბზარები ჰქონდა, რის გამოც მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გამოიძახეს. სწორედ ამ დროს ჩამოიშალა მიწა. შემთხვევის გამო დაზიანდა გაზის ცენტრალური მილი. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ასევე "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებიც. მოსახლეობას ამ დროისთვის, ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილი აქვს. ადგილობრივების თქმით, ტერიტორიაზე მძაფრი გაზის სუნი იგრძნობა. მოსახლეობა სავარაუდო საფრთხეზე საუბრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×