რეზონანსი
11.03.2019

 ჟვანიას ქუჩაზე კლდე ჩამოინგრა, ამის შსახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დარგის ექსპერტი დავით მესხიშვილი ავრცელებს.

"ახლახანს ჩამოინგრა კლდე ჟვანიას ქ N12-ში. მოსახლეობამ შენიშნა ბზარი, გამოიძახა თბილისის მერიის თანამშრომლები, რომელთაც ადგილზე უსაფრთხოების არანაირი ზომა არ მიუღიათ. მოსახლეობამ, აგრეთვე გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელთა დახმარებითაც მიმდინარეობდა ავტომობილების ევაკუაცია ეზოდან და ზუსტად ამ დროს, ჩამოინგრა კლდე. რამდენიმე ადამიანი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და სხეულის მძიმე დაზიანებას. ამ ადგილიდან რამდენიმე მეტრში მიმდინარეობს კორპუსის მშენებლობა, რომელიც ორჯერ იყო შეჩერებული, ვინაიდან მშენებლობის დროს ქანებმა და მიწამ დაიწყო მოძრაობა.

რამდენიმე თვის წინ, თბილისის მერიამ მაინც მისცა ნებართვა მშენებლობის გაგრძელების, მიუხედავად ჩვენი არაერთგზის გაფრთხილებისა, რომ აქ მშენებლობების წარმოება საშიში იყო" - წერს მესხიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×