რეზონანსი
11.03.2019

 (რეზონანსი) თბილისში, მეტრო "დელისის" მიმდებარე ტერიტორიაზე 26 წლის გიორგი მღებრიშვილი დაჭრეს, რომელიც რესპუბლიკურ საავდმყოფოშია მოთავსებული. ექიმების თქმით, ახალგაზრდა ბიჭი ზედა კიდურის არეშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, 26 წლის ახალგაზრდას 2 შეიარაღებული პირი თავს დაესხა და განახორციელეს გასროლა მისი მისამართით.

"ჯერ სროლის ხმა იყო და მერე იძახდნენ დაჭრეს ვიღაც და მანქანით გაიქცნენ ბიჭებიო, მე თვითონ არაფერი მინახავს" - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მომხდარში მონაწილე პირები ადგილიდან მიიმალნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო, კერძოდ 19-108 და 236 მუხლებით, რაც განზარხ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენმახვა-ტარებას გულისხმობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×