რეზონანსი
11.03.2019

 (რეზონანსი) ხაშურში 19 წლის ბიჭს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს. ის ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმების განცხადებით, ბიჭის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

როგორც „პრაიმტაიმმა" გაარკვია, კონფლიქტი მეგობრებს შორის მოხდა და ბიჭმა ოთხი ჭრილობა სწორედ ამ მეგობრისგან მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავა. გამოძიება საქართველოს სსკ 19-108 განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს.

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×