რეზონანსი
11.03.2019

 საფინანსო ორგანიზაციებს, რომელთა დომინანტი პარტნიორი უცხოელი, ან არარეზიდენტი კომპანიაა სესხის უზრუნველყოფაში ჩარჩენილი სასოფლო მიწის ფლობა მხოლოდ 2 წლით შეეძლებათ.

სასოფლო მიწის შესახებ ორგანული კანონის პროექტით, ფინანსურ ინსტიტუტებს შეეძლებათ სასოფლო მიწის უზრუნველყოფით სესხები გასცენ, მაგრამ იმ შეთხვევაში, თუ ეს მიწა მათ საკუთრებაში გადავა ეკრძალებათ მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მისი გამოყენება და ასევე ეკისრებათ ვალდებულება 2 წლის ვადაში გაასხვისოს იგი.

ასეთივე მოთხოვნაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, მაგალითად, როგორიც არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, OPIC ან ADB რომელთა სიას მთავრობა შეადგენს.

კანონპროექტის პირველადი ვერსიით, უცხოური კაპიტალით ფორმირებულ ბანკებს მიწის ფლობის უფლება მხოლოდ 1 წლით ჰქონდათ. საფინანსო სექტორში კი, მიიჩნევედნენ, რომ რეალიზაციისთვის არანაკლებ 3 წლიანი ვადა უნდა მისცემოდათ.

(ჯიბისი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×