რეზონანსი
11.03.2019

 სოფელ ჩობალაურში სარიტუალო სახლის მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს ხელფასი არ მისცეს. ოთარ მაჭარაშვილის თქმით, სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ თანხა, სავარაუდოდ, ტოტალიზატორში წააგო.

"ეს რიტუალების სახლი რამდენიმე წელია შენდება. რაც ეს შენდება, რაიონში სამი გამგებელი გამოიცვალა. ბოლოს ბეტონი დაასხეს იატაკზე. ჩვენი სოფლიდან 6 კაცი მუშაობდა. არც ერთს ფული არ მისცეს. ,,პრარაბი” ჩამოვიდა და გვითხრა, რა ვქნა ,,დავიწვიო” და თუ გინდა, მომკალითო. ფულს ვერ მოგცემთო. როგორც გავიგეთ, კაზინოში წაუგია ფული",  – აცხადებს "ქართლი.ჯი"-სთან ოთარ მაჭარაშვილი.

ეს სოფელი ავტობანის სიახლოვეს მდებარეობს. სოფლის ნაკვეთები გამყოფ ხაზთან გადის. გამყოფი ხაზი, რუსეთის სამხედროებმა, ავტობანიდან დაახლოებით 300 მ მოშორებით გაავლეს.

სოფელ ჩობალაურში სარიტუალო სახლის მშენებლობა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ბოლოს, სამუშაოები 2016 წელს გაგრძელდა. 2016 წელს მუნიციპალიტეტს პროგრამის ფარგლებში გამოეყო 993.7 ათასი ლარი. 2017 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან“ დაუხარჯავი დარჩა 555.5 ათასი ლარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×