რეზონანსი
11.03.2019

 თაკო ჩარკვიანმა პოლიტიკური გაერთიანების „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელ ყრილობაზე ხელოვან ადამიანებზეც ისაუბრა და მათი პოზიცია თავისებურად შეაფასა:

„ძალიან უხერხულ მდგომარეობაში არიან შემოქმედი ადამიანები. ზოგის თვალწინ ვარ გაზრდილი და ძალიან მიყვარს. თავიანთი ღვაწლი აქვთ, თავიანთი დამსახურება. 30 წელია, ეს ხალხი უხერხულ მდგომარეობაში გვყავს. შემდეგ მათ რაღაც მადლიერების გრძნობა უჩნდებათ, ყველა არ არის ერთნაირი, ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან, ზოგი მოხუცდა, ზოგი დაიბნა… მოკლედ რომ ვთქვათ, უხერხულია ეს ყველაფერი. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც ღვაწლმოსილი ადამიანები საკუთარი ნამუშევრის შედეგად იცხოვრებენ“, –  განაცხადა ჩარკვიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×