რეზონანსი
11.03.2019

 ამ სიტუაციაში მე არაფერს გამოვრიცხავ, - ასე პასუხობს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში კითხვას, რამდენად გამორიცხავს, რომ დააკავონ, რის შესახებ გარკვეული ინფორმაციები ჯერ კიდევ ზაფხულიდან ვრცელდება.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე აპელირება როგორც მასზე, ისე პარტნიორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობას წარმოადგენს. იგი უზარმაზარი სახელმწიფო მანქანის შემოტევის მსხვერპლია.

"დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა, თან გირტყას ადამიანმა და თან გითხრას, ფეხზე რატომ არ დგახარო", - აღნიშნავს ის.

რაც შეეხება შეკითხვას, "თიბისის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობიდან წასვლის შემდეგ, რამდენად შესაძლოა ანაკლიის კონსორციუმიდანაც გავიდეს, ხაზარაძე პასუხობს: „რას ნიშნავს წავალ? ამხელა პასუხისმგებლობა ავიღე. ხვალ შეიძლება მითხრან, საქართველოდანაც წადიო“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×