რეზონანსი
11.03.2019

 რუსთავში ბუნებრივი აირით 5 ადამიანი მოიწამლა. წინასწარი ინფორმაციით, წუხელ, მე-8 მიკრორაიონში ინტოქსიკაცია მიიღო 8 წლის ბავშვმა და 40 წლამდე ასაკის ქალმა. მე-11 მიკრორაიონში კი, ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, საპატრულო პოლიცია და „სოკარ-ჯორჯია გაზის" ავარიულ-ტექნიკური ჯგუფები. კლინიკა „რუსთავის" ექიმების ინფორმაციით, მოწამლულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი ორივე შემთხვევაში წყლის გამათბობელი გახდა.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×