რეზონანსი
11.03.2019

 სამართალდამცველებმა თბილისში, "ნაძალადევის" მეტროსთან ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გადამოწმების მიზნით ახალგაზრდას მანქანის გადაყენება და საბუთები მოსთხოვა, პირმა კი სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და შეურაცხყოფა მიაყენა.

მამაკაცის მანქანის შემოწმებისას პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალება და გადაჭრილი თოფი, ე.წ. აბრეზი ამოიღეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ  საპატრულო ეკიპაჟები. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×