რეზონანსი
10.03.2019

 (რეზონანსი) დაცვის პოლიციის თანამშრომელი, ბაღდათის რაიონის სოფელ ფერსათის მკვიდრი 30 წლის რატი მშვილდაძე, სავარაუდოდ, ჩხუბის დროს დაჭრეს. იგი ამჟამად ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოშია მოტავსებული.

მისი თანასოფლელების ნაწილი ადასტურებს, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელი ნაცნობთან ურთიერთშელაპარაკების შედეგად დაიჭრა, თუმცა გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს მშვილდაძის ოჯახი.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც, სადაც ამბობენ, რომ რატი მშვილდაძემ დაზიანება საკუთარ სახლში შემთხვევით მიიღო და დაპირისპირება არაფერ შუაშია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×