რეზონანსი
10.03.2019

 (რეზონანსი) ავიაკომპანია „Turkish Airlines" თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის გამო, ბორტზე მყოფი 30 მგზავრი დაშავდa. ოფიციალური ცნობით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

სამგზავრო ლაინერი, რომელიც რეისს სტამბოლიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ასრულებდა, ჯონ კენედის აეროპორტში მშვიდობიანად დაფრინდა.

დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაანაწილეს. მგზავრების უმრავლესობას დაჟეჟილობა, მსუბუქი მოტეხილობები და ჭრილობები ჰქონდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლების ცნობით, თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მაშინ მოყვა როდესაც ის ნიუ-იორკს უახლოვდებოდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×