რეზონანსი
10.03.2019

 (რეზონანსი) მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა. წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო. წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და შენდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს არის შენდობის დღე. შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×