რეზონანსი
10.03.2019

 (რეზონანსი) საქართველოს შეიარაღებული ძალების 12 დაჭრილი ჯარისკაცი კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში მონაწილეობდა. ერთმანეთს შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი დაახლოებით 200 მონაწილე სპორტის რვა სახეობაში ეჯიბრებოდა. ამის შესახებ "ამერიკის ხმა" წერს.

ქართველმა ჯარისკაცებმა 38 მედალი მოიპოვეს, აქედან 20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო. საქართველოს წარმომადგენელი სპორტსმენები შვიდ ტურნირში მონაწილეობდნენ. კალათბურთის ფინალურ მატჩში, მათ ამერიკის გუნდი დაამარცხეს და წლის ჩემპიონები გახდნენ. მათ ასევე: მშვილდოსნობაში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში, ველოსპორტსა და მიზანში სროლაში იასპარეზეს.

დაჭრილი ჯარისკაცები საქართველოში 12 მარტს, გამთენიისას დაბრუნდებიან. 2019 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მეხუთედ მიიღეს მონაწილეობა. შარშან მათ ჯამში 20 მედალი მოიპოვეს.

 

 

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×