რეზონანსი
10.03.2019

 (რეზონანსი) ნიკო ნიკოლაძე, ტიციან ტაბიძე, დავით კაკაბაძე, ნიკო მარი, ექვთიმე თაყაიშვილი და მელიტონ ბალანჩივაძე ქუთაისში პარლამენტის დატოვებას მოითხოვენ, - ამ შინაარსის პოსტერებია გამოფენილი ქუთაისში.

როგორც მოძრაობის " დატოვე პარლამენტი ქუთაისში" წევრები აცხადებენ , ეს პოსტერები ერთ-ერთი სიმბოლური ნაწილია იმ აქცია-პერფომანსის , რომელიც 12 მარტს, 13 საათზე , ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება.

აქციაზე მხატვრები მოქალაქეებთან ერთად თავიანთი ნამუშევრებით პარლამენტის ქუთაისიდან გადატანას გააპროტესტებენ. ქუთაისში პარლამენტმა მუშაობა 2010 წლიდან დაიწყო. "ქართული ოცნების" მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, 2019 წელს საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა თბილისში განაახლა.

 

 

"2020news.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×