რეზონანსი
10.03.2019

 რუსთავში, XIX მიკრო-რაიონში, გვიანი ღამით მიკროავტობუსს ცეცხლი წაეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. არსებული ინფორმაციით ცეცხლი, ძრავში სავარაუდოდ ელექტრო სადენებს გაუჩნდა.

 მიკროავტობუსის მესაკუთრე "ინფო რუსთავთან" აცხადებს, რომ ავტომობილი ტექნიკური ინსპექტირებისათვის მწყობრში მოიყვანა, იყიდა ნაწილები, გამოცვალე საქარე მინა და გაარეცხინა ძრავი და მერე უცებ ცეცხლი გაჩნდა. "ეტყობა წყალი სადმე ჩავიდა ძრავში, რამაც შემდეგ უკვე ხანძარი გამოიწვია", - აცხადებს ავტომფლობელი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×