ფსიქიატრიული კლინიკის 45 წლის პაციენტის ბურუსით მოცული სიკვდილის მიზეზი - გერონტი აქუბარდია ხონის საავადმყოფოში 14 ოქტომბერს მოათავსეს, ზუსტად ექვს დღეში კი კლინიკიდან სასტიკად ნაცემი სასწრაფომ ქუთაისის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ოჯახს ეჭვი აქვს, რომ აქუბარდია ცემით მედპერსონალმა მოკლა. ვიდრე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვებით პაციენტს საავადმყოფოში გადაიყვანდნენ, ის ოჯახს ურეკავდა და შველას სთხოვდა.
საავადმყოფოში მისულ დას ძმა დასისხლიანებული უცნობი პირის ტანსაცმელში დახვდა. პირადი ნივთების მიღებაზე კი ფსიქიატრიული კლინიკის ადმინისტრაციამ უარი უთხრა და ტანსაცმელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გარეცხილ მდგომარეობაში გადასცა.
ოჯახი დარწმუნებულია, რომ კლინიკამ, საკუთარი თანამშრომლების დანაშაულის დაფარვის მიზნით, მტკიცებულებები გააქრო. ხონის ფსიქიატრიულში არ უარყვეს, რომ პაციენტს სცემეს, მაგრამ ყველაფერი ერთ-ერთ ბენეფიციარს დააბრალეს.
გერონტი აქუბარდიას სამედიცინო ისტორიაში სრულად არ არის ასახული ის დაზიანებები, რომელიც პაციენტს ჰქონდა. მათ შორის, დაზიანებები ბასრი საგნისგან მიყენებული.
(P.S.)